ევრობასკეტის თასის თბილისური ტური დასრულდა

დასრულდა ევრობასკეტის საჩემპიონო თასის თბილისური ტური. ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილმა თასმა 17-18 ივლისს თბილისში იმოგზაურა.  17 ივლისს თასი  დედაქალაქის  ღირშესანიშნავ ადგილებში გამოიფინა,  18 ივლისს კი  ძვირგასი ტიტული ჯერ  მცხეთაში,  შემდეგ  კი 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალზე,  თბილისის მოლში იყო წარმოდგენილი.  გთავაზობთ  ევროპის საჩემპიონო თასის  თბილისური ტურის ამსახველ ფოტო მასალას,  რომელზეც ალექს აფციაური მუშაობდა.