ევროჩელენჯის გათამაშების მე-2 ტურში გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” ბოლონიის “ვირტუსს” უმასპინძლა და 73:75 დამარცხდა.G ჯგუფის ცენტრალური შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა, როდესაც იტალიელთა ამერიკელმა მოთამაშე შენოდ ფორდმა ორქულიანის ჩაგდება შეძლო.
გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე ბოლონიელთა გარემოცვაში
ცინცაძემ მოედანზე 30 წუთი დაჰყო და ესტონურ კლუბს 10 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი შესძინა.გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. გიორგის ოპონენტობა მოუწია ამ სეზონში ნბა–დან ევროპაში გადმობარჯებულ ერლ ბოიკინსთან, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში უდაბლეს კალათბურთელად ითვლებოდა (162 სანტიმეტრი), თუმც ურიგო გამთამაშებლის სახელით როდი სარგებლობდა.8 წუთში 4 მოხსნას დასჯერდა სანიკიძე, რომელმაც 2 შეცდომის ფონზე ერთი ჯარიმაც მიიღო.H ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა”. უკრაინულმა გუნდმა ესტონური “კალევი” ასევე ბოლო მეოთხედში გატეხა და 90:75 იმარჯვა.ქართველმა კალათბურთელმა კიეველთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 26 წუთში 9 ქულას, 1 მოხსნასა და 1 პასს დასჯერდა. მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2 საჯარიმო წაამატა.
ერლ ბოიკინსი ცინცაძეს გადაეღობა
მარკოიშვილმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. მოულოდნელი მარცხი განიცადა ტაირონ ელისის “კახასოლმაც”. საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებლის გუნდმა შინ ბელგიურ “ლიეჟთან” 78:79 წააგო.ელისმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. A ჯგუფში “კახასოლსა” თითო მოგებ–წაგება აქვს და 10 დეკემბერს ლატვიაში “ვენტსპილსს” ეთამაშება.მარკოიშვილმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.