ევროლიგაში მომდევნო გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“ თელავივურმა გუნდმა პოლონურ „პროკომს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი სხვაობით – 93:62 დაამარცხა.
შერმადინს ბევრი არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ აქტიური იყო. ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითალა.გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიეციენტი 15 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელ რიკი ჰიკმანს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 24 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
B ჯგუფში მოასპარეზე მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ კი მადრიდში ვერაფერი გააწყო „რეალთან“. იტალიური გუნდი, რომელსაც 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა, ესპანეთის დედაქალაქში მიზერული შანსით ჩავიდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 66:80 წააგო.
მარკოიშვილმა საკმაოდ მცირე – 14,43 წუთი ითამაშა სარგებლიანობითაც ვერ გამოირჩა. ქართველმა უკანახაზელმა 5–დან 1 ორქულიანი და 2–დან 1 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში 5 ქულა მოაგროვა. ამასთან ერთად მანუჩარს თითო მოხსნა და ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 3–ჯერ დაკარგა.
1 მოგებითა და 3 მარცხით კანტუელები ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. მარკოიშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ჯგუფის ლიდერთაგანი „ფენერბაჰჩე“ იქნება, რომელსაც „კანტუ“ 8 ნოემბერს უმასპინძლებს. ამავე დღეს შერმადინის „მაკაბი ბერლინში „ალბასთან“ ითამაშებს. დღეს კი მეოთხე ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის გუნდი ჩაატარებს. „სიენა“ ფრანგულ „შალონს“ უმასპინძლებს.
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე – პანათინაიკოსი 73:64, რეალი – კანტუ 80:66
რეალი 3 1 333 305 28
ფენერბაჰჩე 3 1 321 302 19
პანათინაიკოსი 2 2 305 301 4
ოლიმპია 1 2 226 237 -11
ხიმკი 1 2 220 244 -24
კანტუ 1 3 280 296 -16
B ჯგუფი
მაკაბი – პროკომი 93:62, უნიკახა – ალბა 67:62
მაკაბი 4 0 338 271 67
უნიკახა 3 1 315 311 4
ალბა 2 2 294 297 -3
შალონი 1 2 213 238 -25
პროკომი 1 3 288 317 -29
სიენა 0 3 239 253 -14
C ჯგუფი
ჟალგირისი – მილანი 92:87, კახა ლაბორლი – ეფესი 64:76
D ჯგუფი
ბარსელონა – პარტიზანი 85:82