საქართველოს ერონულმა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაში. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა 8 თამაშიდან 5 მოიგეს, აქედან 2 მატჩში სტუმრად ბულგარეთსა და პორტუგალიაში იმარჯვეს, ჯგუფში მეორე ადგილიც დაიკავეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის საგზური მაინც ვერ მოიპოვეს. საქმეში ჩაერთო ეს ცხრილი, რომლის მიხედვითაც ევროპირველობის საგზური სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებმა – მაკედონიამ და ისრაელმა მოიპოვეს.
#
გუნდი
მოგება/წაგება
ბურთების +/–
კოეფიციენტი
1
მაკედონია
5/3
614/541
1.1349
2
ისრაელი
5/3
671/603
1.1128
3
საქართველო
5/3
599/568
1.0546
ამ ცხრილმა ერთმანეთს დააზომა სამივე ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდები, რათა მათგან გარკვეულიყო ის 2 საუკეთესო, რომელიც ჯგუფების გამარჯვებულებს (მონტენეგრო, დიდი ბრიტანეთი, ბელგია) შეუერთდებოდა და პირდაპირ, დღესვე მოიპოვებდა მომავალი წლის სექტემბერში ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურებს. აღმოჩნდა, რომ სამივე მეორეადგილოსანმა ერთნაირი რაოდენობის ქულები მოიპოვა – მაკედონიამაც, ისრაელმაც და საქართველომაც ტურნირი 5 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაამთავრეს. საქმეში ჩაერთო ბურთების შეფარდება, რომელიც საუკეთესო (+73) მაკედონიას აღმოაჩნდა. მეორეზე ისრაელი (+68) გავიდა , ხოლო საქართველომ (+31) არაფრისმომცემი მესამე ადგილი დაიკავა.
რა გამოვიდა – საქართველოს ნაკრებმა 37 ქულის გამო დაკარგა ევროპიც ჩემპიონატის საგზური. ანუ იგორ კოკოშკოვის გუნდს გამართულ 8 მატჩში მიღებულ–ჩაგდებულ ქულათა ბალანსი 38–ით უკეთესი რომ ჰქონოდა, დღეს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე ჯიბეში ედებოდა. ქართველებმა ესოდენ ძვირფასი ჯილდო ერთადერთი მატჩის გამო დათმეს. კოკოშკოვის გუნდმა თბილისში ყველა მეტოქე დააჩოქა ერთის გარდა და ეს ერთი ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული ბელგიაა. ბელგიელებს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ – საშინაო თამაშები მოიგეს და იმიტომ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, რომ პლუს თბილისში დაგვამარცხეს.
B ჯგუფი
1. ბელგია 8 6/2 604/580 14
2. საქართველო 8 5/3 599/568 13
3. ბულგარეთი 8 4/4 638/600 12
4. პოლონეთი 8 4/4 607/579 12
5. პორტუგალია 8 1/7 518/639 9
რა გველის ახლა? მხოლოდ ის ვიცით, რომ მომავალი წლის აგვისტოში, ზედ ევროპის ჩემპიონატის (3–18 სექტემბერი) წინ ბოლო საგზური გათამაშდება. სადღეისოდ ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 15 გუნდი და დარჩენილია ერთადერთი ვაკანტური ადგილი, რომლის მოპოვების შანსიც საქართველოს მომავალი წლის აგვისტოში ექნება.
როგორი იქნება გათამაშების სისტემა საგაისოდ, ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. 2009 წლის ევროპირველობის დაწყებამდე ანალოგიური, ბოლო საგზური 6–მა გუნდმა გაითამაშა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი და პირველზე გასულებმა მიმოსვლით, 2 მატჩის ჯამში გამოავლინეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურის მფლობელი. მაშინ ეს იღბლიანი საფრანგეთი გამოდგა, რომელმაც 2 მატჩის ჯამში ბელგიას სძლია.
მომავალ წელსაც სავარაუდოდ ასეთი სისტემა იქნება: ამ შესარჩევიდან ვერგასული გუნდები – საქართველო, ბულგარეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია და იტალია გაითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურს. თუმცა გათამაშების ფორმატის ეს ვარიანტი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა და შესაძლებელია, ფიბაევროპამ რამე სხვა სისტემა შემოგვთავაზოს.
შესარჩევი ტურნირის საბოლოო ცხრილები
A ჯგუფი
1. მონტენეგრო 8 6/2 645/561 14
2. ისრაელი 8 5/3 671/603 13
3. იტალია 8 5/3 630/615 13
4. ლატვია 8 3/5 636/722 11
5. ფინეთი 8 1/7 599/680 9
B ჯგუფი
1. დიდი ბრიტანეთი 8 6/2 651/633 14
2. მაკედონია 8 5/3 614/541 13
3. უკრაინა 8 3/5 582/607 11
4. ბოსნია 8 3/5 602/620 11
5. უნგრეთი 8 3/5 567/615 11