ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე 18-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე 18-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

  საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილ ჭაბუკთა ნაკრებს მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში 18-28 ივლისს დაგეგმილ B დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ნორვეგია, ავსტრია, ესტონეთი, გერმანია და ჰოლანდია იქნებიან. მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა, ჩარჩენილები კი 9-22 ადგილებისთვის იბრძოლებენ. ელიტარულ, A დივიზიონში ტურნირის საუკეთესო 3 გუნდი აინაცვლებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში ემზადებოდა, ხოლო საკონტროლო მატჩები ლუქსემბურგსა და უნგრეთში ჩაატარა. ნაკრები მაკედონიაში 12 კალათბურთელის მიემგზავრება.