საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს ღამე ევროpის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზe მიემგზავრება. კონტინენტის პირველობას სლოვენიის სამი ქალაქი: ლიუბლიანა, დომჟალე და კრასნა გორა უმასპინძლებს 12–დან 22 ივლისის ჩათვლით. იმ ჯგუფის თამაშები, რომელშიც ქართველები არიან, დომჟალეში გაიმართება. საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის გუნდებთან მოხვდა.
ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადის, რომელებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. ბოლოზე გასული გუნდი კი პლეი აუტში ტურნირის 12–16 ადგილებისთვის იბრძოლებს. ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებებში, წლეულს 20–წლამდელებშიც უქმდება A და B დივიზიონები და შესაბამისად, ელიტიდან გავარდნა არც ერთ ნაკრებს არ ემუქრება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მომზადების ფარგლებში 4 საკონტროლო მატჩი გამართა – თბილისში ორჯერ ისრაელს დაუპირისპირდა, ორჯერაც ესტონეთში მასპინძელ თანატოლებს შეხვდა.
20–წლამდელთა ნაკრების 4 წევრი – დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ოთო ფხაკაძე და რევაზ როგავა ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და 22 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავსტრიაში იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდებიან.
დავით უსტიაშვილი, 20–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ერთი თვეა, ვემზადებით და ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ შეთამაშებულიყვნენ. ძლიერ ქვეჯგუფში ვართ, ლატვია, ესპანეთი და თურქეთი უხერხული მეტოქეები არიან, თუმცა ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეეძლება. გუნდში არაერთი 18 წლის მოთამაშე გვყავს, რომლებიც ამ ევროპის ჩემპიონატზე კარგ გამოცდილებას მიიღებენ და სამომავლოდ გამოგვადგებიან. დღევანდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ბექა ბურჯანაძემ, მაგრამ როგორც ექიმმა თქვა, სერიოზული არაფერია და ის ევროპის ჩემპიონატზე სრული დატვირთვით ითამაშებს“.
გიორგი ტეტელაშვილი, უკანახაზელი:
“საკმაოდ კარგი შეკრება გავიარეთ. შესათამაშებლად საკმარისი დრო და თამაშები გვქონდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვინდომოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ. საკმაოდ ძლიერი მეტყოქეები გვყავს და მოდუნებას არავინ გვაპატიებს”.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების განრიგი:
12 ივლისი (მითითებულია თბილისის დრო)
ლატვია – საქართველო 18:45
13 ივლისი
საქართველო – თურქეთი 16:00
14 ივლისი
საქართველო – ესპანეთი 18:45
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით მიემგზავრება:
სახელი, გვარი
ამპლუა
სიმაღლე
გუნდი
გიორგი ტეტელაშვილი
გამთამაშებელი
188
სტუ
ოთო ფხაკაძე
გამთამაშებელი
192
ვერმონტი, NCAA
რეზო როგავა
გამთამაშებელი
190
არმია
დუდა სანაძე
მსროლელი
195
დინამო
მერაბ ბოქოლიშვილი
მსუბუქი ფორვარდი
195
შსს
ლევან ელიაძე
მსუბუქი ფორვარდი
197
ბათუმი
ნოდარ თენიეშვილი
მძიმე ფორვარდი
198
შსს
ბექა ბურჯანაძე
მძიმე ფორვარდი
203
კახასოლი, ესპანეთი
ზურა მაჩალაძე
მძიმე ფორვარდი
198
სტუ
ირაკლი ალხანაიძე
ცენტრი
202
დინამო
გოგა ჯავახიშვილი
ცენტრი
200
სტუ
ავთო ლომინაშვილი
ცენტრი
203
ქუთაისი
დავით უსტიაშვილი
მთავარი მწვრთნელი
არჩილ ჟღენტი
ასისტენტი
ზურაბ
იოსელიანი
ექიმი
გივი სანაძე
გუნდის მენეჯერი