ევროპის ჩემპიონატზე გასამართი ჯგუფური ეტაპის მატჩების დრო დადგინდა

ევროპის ჩემპიონატზე გასამართი ჯგუფური ეტაპის მატჩების დრო დადგინდა

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის თამაშების განრიგი გამოაქვეყნა. მატჩების გამართვის დრო აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ დაწყების დრო ახლაღა დადგინდა. მაშ ასე, ჩვენ საქართველოს ნაკრების თამაშები გვაინტერესებს და გთავაზობთ მის განრიგს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ცელიოში გასამართ ჯგუფში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან, სლოვენიასთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან მოხვდა.
 
4 სექტემბერი, 16:30, საქართველო – პოლონეთი
5 სექტემბერი, 16:30, ხორვატია – საქართველო
7 სექტემბერი, 23:00, საქართველო – სლოვენია
8 სექტემბერი, 19:45, ჩეხეთი – საქართველო
9 სექტემბერი, 16:30, საქართველო – ესპანეთი
 
საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 6-გუნდიან ჯგუფში საუკეთესო სამეულში მოხვედრა მართებს.