საქართველოს 2003-წლიანთა ნაკრებმა, რომელიც პირველად შეიკრიბა და გამოცდილების მისაღებად ევროპის ლიგაში ასპარეზობს, ამ ტურნიის პირველი ეტაპი დაასრულა. ეტაპს ლიტვის დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინლა, სადაც ქართველებმა 5 მატჩი გამართეს და მხოლოდ ერთში იმარჯვეს.
პირველ სათამაშო დღეს ალექსანდრე ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა თითო მოგებ-წაგება მიითვალა, ხოლო ტურნირის დასკვნითი 3 შეხვედრა ბელარუსულ, ლიტვურ და რუსულ კლუბებთან დათმო.
მინსკის რგუორ-მა ქართველებს 60:43 სძლია. ამ მატჩში 15 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 13 ქულა დააგროვა საბა მურღულიამ. 10 ქულას დ 9 მოხსნას მოუყარა თავი დავით ოქროპირიძემ. მორიგმა მეტოქემ, არვიდას საბონისის აკადემიის გუნდმა საქართველოს 69:40 მოუგო. ქართველებში 9 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ხუციშვილი.
ბოლო შეხვედრა ჯაფარიძის გუნდმა მოსკოვის „რუნასთან“ გამართა და 42:80 დამარცხდა. რუსებთან მატჩში 15 ქულით საბა მურღულია გამოირჩა. 7 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ნუგზარ ბოჭორიშვილმა, ხოლო ლუკა ხუციშვილი მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა – 14 მოხსნას 4 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.
ევროპის ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ყველა გუნდიდან საუკეთესოები გამოარჩიეს. საქართველოს ნაკრებიდან პრიზები საბა მურღულიამ და ვასიკო სხალაძემ მიიღეს.
საქართველოს 2003 წელს დაბადებულთა ნაკრების ევროპის ლიგაში მორიგ ეტაპს 26-29 იანვარს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართავს. მარტში კი ქართველებს ლატვიაში მოუწევთ დასკვნითი ეტაპის გამართვა.