გამყრელიძე ბუნდელიგას ლიდერობს

გამყრელიძე ბუნდელიგას ლიდერობს

ლაშა გამყრელიძის „მიტელდოიჩერმა“ მორიგი მატჩი მოიგო გერმანულ ბუნდესლიგაში. საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის გუნდი სტუმრად „ჰაგენს“ ხვდებოდა და საბოლოოდ საკმაოდ იოლად, 85:75 მოიგო, რაშიც გამყრელიძეს სოლიდური წვლილი მიუძღვის.
გამყრელიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ლაშამ 8 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. გამყრელიძემ 4 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო შორი მანძილიდან ერთი ესროლა და ისიც ზუსტად. რაც შეეხება საჯარიმო სროლებს,  5–დან 3 გამოიყენა.
„მიტელდოიჩერს“ 4 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 მოიგო და ამ შედეგით ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა.
 

ლაშა გამყრელიძე (#4)