გამყრელიძემ ბუნდესლიგაში გუნდი გამოიცვალა

გამყრელიძემ ბუნდესლიგაში გუნდი გამოიცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე, რომელმაც გასული სეზონი გერმანულ „მიტელდოიჩერში“ გაატარა, გუნდი შეიცვალა და მომავალ სეზონს გერმანული ბუნდესლიგის „გესენში“ გაატარებს.
„გამყრელიძე ჩვენს გუნდს შემატებს ხარისხს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში – განაცხადა ქართველის შემატების შემდეგ გესენელთა მწვრთნელმა ვლადი ბოგოიევიჩმა – შეტევაში გამყრელიძე ჩვენს შეგვეწევა თავისი სისწრაფით, ასევე მას აქვს მახვილი თვალი და კარგი ალღო, ბურთი რომ გაათამაშოს“.
გამყრელიძემ თავისი ძალა საქართველოს ეროვნული ნაკრების გასულ თამაშებში დაამტკიცა. მან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ნაკრებს, რომელმაც 8 შეხვედრაში 5 მოგება მოიპოვა.