გამყრელიძის გუნდი ბუნდესლიგას ლიდერობს

გამყრელიძის გუნდი ბუნდესლიგას ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ “გიოსენის” შემადგენლობაში მორიგი მატჩები მოიგო. ბუნდესლიგის მეორე და მესამე ტურები შესაბამისად 8 და 10 ოქტომბერს გაიმართა – ქართველი ლეგიონერის გუნდმა ჯერ სტუმრად “ლუდვიგსბურგი” 64:58 დაამარცხა, ხოლო შინ დებიუტანტ “ბაირუტს” 73:67 სძლია.
პირველ შეხვედრაში გამყრელიძემ 28 წუთი ითამაშა და 6 პასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა. იგი ძირითადად დაცვითი თამაშით იყო დაკავებული და შეტევაში პასებს არიგებდა. გამყრელიძემ სულ ორჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ორივე ააცილა.
“ბაირუტთან” შეხვედრაც ხუთეულში დაიწყო გამყრელიძემ და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მან 2-დან 2 საჯარიმო და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო და საბოლოოდ 4 ქულა დააგროვა, რასაც 2 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა.
“გიოსენს” სამიდან სამი გამრჯვება აქვს და ბუნდესლიგაში “ბროსე ბასკეტსთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.