გაუგებრობა ლიბანის ჩემპიონატში: ჩემპვილი ნახევარფინალში?

გაუგებრობა ლიბანის ჩემპიონატში: ჩემპვილი ნახევარფინალში?

სკანდალი და გაუგებრობა ლიბანის ჩემპიონატში, რომელშიც ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ჩემპვილია“ გარეული. საქმე ისაა, რომ „ჩემპვილისა“ და „ამჩიტს“ შორის მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი, რომელიც 6 მაისს უნდა გამართულიყო, ჯერ გადაიდო, შემდეგ კი დათქმულ დროს მაინც არ ჩატარდა.
 
როგორც ლიბანის ლიგის ორგანიზატორები აცხადებენ, მათ მიღწეული ჰქონდათ კლუბებთან შეთანხმება, რომ მატჩი 7 მაისს, „ამჩიტის” მოედანზე, ღამის 11-ის ნახევარზე ჩატარდებოდა. ეს დრო რომ მიუღებელი იყო ჩემპვილელთათვის, მატჩი 6 მაისს ამიტომ არ ჩატარდა და ცქიტიშვილის გუნდმა მეორე დღესაც არ ითამაშა. „ჩემპვილი“ „ამჩიტის“ მოედანზე7 მაისის შუადღეს, 2 საათზე გამოცხადდა და რაკი მეტოქე არ დახვდა, ტექნიკური გამარჯვების გაფორმებას ითხოვს. ამავდროულად, ეს ოქმი, სადაც „ამჩიტთან“ „ჩემპვილის” ტექნიკური გამარჯვებაა გაფორმებული, „ფეისბუქზე“ ერთ-ერთმა ლიბანელმა ფოტოკორესპონდენტმა გაავრცერლა. ლიბანის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი არაა დადასტურებული, რომ „ჩემპვილს“ ტექნიკური გამარჯვება მიეკუთვნა.
 
ლიგის საიტზე აღწერილია ის ვითარება, რაც გუშინ მოხდა და რომ „ჩემპვილი“ ლიგის ხელმძღვანელობას ორმაგი სტანდარტების დადგენაში ადანაშაულებს და თავს სერიაში გამარჯვებულად მიიჩნევს. სერიას ცქიტიშვილის გუნდი 2:1 იგებდა და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გადიოდა.
 
ამ ფაქტის შესახებ თავად ნიკოლოზ ცქიტიშვილის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი, სავარაუდოდ, ლიბანის საკალათბურთო ლიგის გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი.