გერმანიის კალთბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გასულ ევრობასკეტსა და მომავალ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოში საქართველოს მეტოქე ქვეყნის ნაკრებს ჰენრიკ რიოდლი გაწვრთნის, რომელიც აქამდელი მთავარი მწვრთნელის, კრის ფლემინგის ასისტენტი გახლდათ.
ფლემინგი, რომელიც ნბა-ს გუნდს „ბრუკლინ ნეთსის“ ერთ-ერთი მწვრთნელი გახლავთ, ამერიკაში ბრუნდება და ამის გამო მან გერმანიის მთავარი მწვრთნელის სავარძელი დატოვა. რაც შეეხება რიოდლს, ის გერმანელთა მეორე ნაკრებისა დ 20-წლამდელების მწვრთნელი გახლდათ და ცხადია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა.
მოგეხსენებათ, გერმანიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები აწ უკვე დასრულებულ ევრობასკეტზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და ქართველებმა თელ ავივში გამართული მატჩი 57:67 წააგეს, რამაც ჩვენს გუნდს საქმეები ძალიან აურია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში გერმანია და საქართველო გ ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი სერბეთი და ავსტრიაც ეყოლებათ. 24 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები გერმანელებს ხემნიცში ეთამაშებიან, საპასუხო შეხვედრა კი, გაისად, 25 თებერვალს თბილისში შედგება.