გია სანაძე 55 წლის გახდა

გია სანაძე 55 წლის გახდა

დღეს გია სანაძე იუბილარია. ქართული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი 55 წლის გახდა. გია სანაძე თბილისის დინამოსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ. იგი ჩვენი პირველი ფორმაციის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის ღირსებასაც დაარსებიდან 1998 წლამდე იცავდა.

გია სანაძე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და საკალათბურთო სკოლის – “ჰიუნდაის” დირექტორი. სამივე მისი ვაჟი – დუდა, სანდრო და ნიკა – კალათბურთელია, რომელთაგან დუდა ეროვნული გუნდის სტაჟიანი წევრია, ხოლო სანდრო – კანდიდატი. 12 წლის ნიკა სანაძე კი თავის ტოლებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გია სანაძეს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს მის საკალათბურთო ოჯახს.