მანუჩარ მარკოიშვილი თავის 28-ე დაბადების დღეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ მოსკოვის ცსკა-ში, თუმცა ტრავმირებული შეხვდა. მარკოიშვილმა ძალიან წარმატებულად დაიწყო მიმდინარე სეზონი და ცსკა-ს ქომაგებს შედეგიანი და ელეგანტური თამაშით მოკლე დროში თავი შეაყვარა.
17 ნოემბერს, მანუს დაბადების დღეს, მოსკოვის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მატჩში რიგაში ვეფ-ი 87:72 დაამარცხა, თუმცა იუბილარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მანუჩარს რამდენიმე კვირაა ფეხის ტრავმა აწუხებს, მან ჯვარედინი მყესები დაიჭიმა და რეაბილიტაციის კურსს გადის.
რამდენ ხანში დაუბრუნდება მარკოიშვილი მოედანს, ცნობილი არაა, მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი მას ეს საიუბილეო ბანერი დაუმზადა და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაც უერთდება ცსკა-ს ხელმძღვანელობის მილოცვას და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ულევ წარმატებებს უსურვებს.
გილოცავთ, მანუ!!!