გიორგი შარაბიძის “ფენი ინდუსტრი” მაკედონიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

გიორგი შარაბიძის “ფენი ინდუსტრი” მაკედონიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

გიორგი შარაბიძის „ფენი ინდუსტრი“ მაკედონიის ჩემპიონობისთის ბრძოლას განაგრძობს. პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები ორად გაიყვნენ: ლიდერებმა ცალკე ჯგუფი შექმნეს და ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას, აუტსაიდერები კი ლიგაში დასარჩენად იბრძვიან.
ჩემპიონობის მაძიებელთ ჯგუფშია შარაბიძის „ფენი ინტუსტრისი“, რომელმაც პირველი მატჩი ჩაატარა და დიდი ბრძოლის ხარჯზე „კუმანოვოს“ 101:98 სძლია. შარაბიძემ მოედანზე მხოლოდ 07:23 წუთი გაატარა და ერთადერთი ორქულიანი ააცილა, აქტივში კი თითო მოხსნა-პასი ჰქონდა. “ფენი ინდუსტრისმა” 1 მოგებითა და 3 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 5 აპრილს, სტუმრად, “რაბოტნიჩკისთან” ჩაატარებს.