გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშეა!

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშეა!

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშეა. „ანდორას“ ქართველი ცენტრი ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ლიგის მე-17 ტურში აღიარეს საუკეთესოდ, როცა „რეალ ბეტისთან“ მოგებულ მატჩში 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მისმა გუნდმა 95:69 იმარჯვა და ესპანეთის სამეფო თასისგათამაშებაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
არადა, მას აქამდე კიდევ ორჯერ ჰქონდა ტურის მოთამაშეებს შორის უმაღლესი შედეგი, თუმცა მისმა გუნდმა ის ორივე მატჩი წააგო და ამის გამო ქართველ ცენტრს MVP-ის ტიტული არ არგუნეს. მე-17 ტურში კი, როცა შერმადინის გუნდმა მოიგო, ხოლო ქართველ ლეგიონერს ტურში ყველაზე მაღალი შედეგიანობის ინდექსი დაუგროვდა, მის საუკეთესოდ აღიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგა.

ქართველმა ცენტრმა ესპანური ლიგის ტურის MVP-ს წოდება კარიერაში მეორედ მიიღო. პირველად ეს გასულ სეზონის 30-ე ტურში მოხდა, როდესაც ბადალონას “ხუვენტუტთან” მატჩში მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა.
საერთოდაც, შერმადინს, რომელიც “მორაბანკ ანდორას” ღირსებას მე-2 წელია იცავს, ჩინებული სეზონი უდგას. იგი ლიგაში მეექვსეა საშუალოდ ჩაგდებული ქულების (14.3) მიხედვით, საუკეთესოა მოხსნებში (8.1) და მე-3 პოზიცია უკავია სარგებლიანობის კოეფიციენტით (20.????. ამ უკანასკნელ კომპონენტში გიორგი მხოლოდ “ბარსელონას” ხორვატ ცენტრ ანტე ტომიჩსა (21.???? და “ესტუდიანტესის” ფრანგ გამთამაშებელ ედვინ ჯეკსონს (21.1) ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბოლო წარმატებების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. ყველასთვის ცნობილი იყო, “ბეტისთან” მატჩი რამდენად მნიშვნელოვანი გახლდათ. კარგია, რომ ჩვეულად სანახაობრივად ვითამაშეთ და ესპანეთის თასზე ასპარეზობის უფლებაც მოვიპოვეთ. ეს მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვისა და ქომაგებისთვის დიდი მოვლენაა. ჩვენი გულშემატკივრები მართლაც შეუდარებელნი იყვნენ და 40 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. მად დიდ მადლობას ვუხდი”.
აღსანიშნავია, რომ “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის თასზე ისტორიაში მხოლოდ მეორედ გააღწია, პირველად ეს 1995 წელს მოახერხა. ანდორელებს ამჯერად მეოთეხედფინალში ურთულესი მეტოქე შეხვდათ. 16 თებერვალს “მორაბანკ ანდორა”, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა ბურჯანაძე ირიცხება, მადრიდის “რეალს” გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას “ბასკონიასა” და “ტენერიფეს” შორის უმჯობესს შეერკინება.
შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის გათამაშებას სწორედ “ბასკონიას” საშინაო არენა უმასპინძლებს, საინტერესო კი ისაა, რომ “რეალისა” და “მორაბანკ ანდორას” დაპირისპირების ოფიციალურ აფიშაზე გუნდების ლიდერები – სერხიო ლული და გიორგი შერმადინი არიან გამოსახულნი.