გიორგი შერმადინის 6 ქულა, 7 მოხსნა და მარცხი აუტსაიდერთან

გიორგი შერმადინის 6 ქულა, 7 მოხსნა და მარცხი აუტსაიდერთან

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დასანანი მარცხი განიცადა პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლმა „ანდორამ“. გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად შეხვდა ლიგის აუტსაიდეს, ბოლო ადგილზე მყოფ „რეტაბეტს“ და 80:83 წააგო.
შერმადინმა17:11 წუთი ითამაშა და შეხვედრა 6 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ხოლო მასზე მეტოქეები 4-დერ დაჯარიმდნენ. ანდორელთაგან 15 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბოგდანოვიჩი.
11 მოგებითა და 15 მარცხით აბდორა ცხრიში მე-11 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 10 აპრილს, შინ „მურსიასთან“ გამართავს.