გიორგი შერმადინის Live-ინტერვიუ სლოვენიიდან კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრებიდან პირველად განხორციელდა პირდაპირი ჩართვა, რომლის დროსაც გულშემატკივრების წინაშე წარსდგა ეროვნული ნაკრების ცენტრი, მალაგის „უნიკახას“ ლეგიონერი, გიორგი შერმადინი.
შერმადინთან LIVE-ინტერვიუ 2 დღის წინ დაანონსდა და მას შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელს კითხვები გამოუგავნეს. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს, რომელიც სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკის საკალათბურთო დარბაზიდან, ეროვნული ნაკრების დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში, კალთბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე განხორციელდა.