გიორგი შერმადინმა ტურის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ მოიგო

გიორგი შერმადინმა ტურის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ მოიგო

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში – მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ აღიარეს.ესპანური ლიგის გასულ ტურში ანდორელებმა ერთერთი ლიდერი “ვალენსია” 89:84 დაამარცხეს და ეს, გუნდისთვის 15 საშინაო შეხვედრაში მე-14 (!) გამარჯვება იყო, ქართველი ლეგიონერის შეჩერება კი ვერავინ შესძლო.ვალენსიელთა გაპიარებულ ჩერნოგორიელ ცენტრ ბოიან დუბლევიჩთან ჭიდილში შერმადინმა არაფერი დათმო და 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა, რაც ტურში ვერავინ გადაფარა.
აქამდე, ქართველი ცენტრი მე-17 ტურში გამოირჩა, როდესაც “ბეტისთან” მატჩში მისმა მაჩვენებელმა 33-ს უწია, 25-ე ტურში კი, “სარაგოსასთან” ჯახში, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი საერთოდაც 41-ს გაუტოლდა.“ვალენსიასთან” შეხვედრაში შერმადინმა ორქულიანები 73%-ანი სიზუსტით (11-დან – 8) ესროლა, საჯარიმოებში კი 86%-ანი მაჩვენებელი (7-დან – 6) ჰქონდა. ამას გარდა, ქართველმა კალათბურთელმა 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა და ტურის საუკეთესოობა არავის დაუთმო.