გიორგი ცინცაძე ბერძნებს დაშორდა და დონეცკშია

უკვე მეორე თამაშია, გიორგი ცინცაძე თავისი კლუბის, ბერძნული „ტრიკალას“ შემადგენლობში აღარ თამაშობს. დავაზუტებთ: „ტრიკალა“ აღარაა ქართველი გამთამაშებლის გუნდი – გიორგიმ საბერძნეთი დატოვა, ექს–პანიონისელ ნიკოლოზ ცქიტიშვილისგან განსხვავებით, კლუბთან შეთანხმებით და ახლა უკრაინაში იმყოფება. ცინცაძეს წინასწარი შეთანხმება აქვს „დონეცკთან“ და სავარაუდოდ იქითა უქმეებზე უკვე კლუბის სრულუფლებიანი წევრი იქნება და უკრაინის ჩემპიონატშიც ითამაშებს.
რაც შეეხება ცქიტიშვილს, ის ესპანეთშია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს „ფუენლაბრადაში“, თუკი ეს კლუბი ცქიტიშვილის მანამდელ ბერძნულ კლუბს საკომპენსაციო თანხას – 25 ათას ევროს გადაუხდის.
 

გიორგი ცინცაძე (ბურთით) საბერძნეთს დაემშვიდობა