გიორგი ცინცაძე ესტონეთის ჩემპიონია!

გიორგი ცინცაძის “ტარტუ როკმა” ესტონეთის სუპერფინალის მეოთხე შეხვედრაშიც აჯობა “კალევს” და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
 
აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედის წინ “კალევი” 55:36 იგებდა და ბოლო მეოთხედი ცინცაძის გუნდმა 28:4 მოიგო, საბოლოოდ კი 64:59 იმარჯვა.
“კალევში” ბრაიან კუსვორსმა 19 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის ანგარიშზე 36 წუთში 8 ქულა იყო. მან 6 საჯარიმო სროლა შეასრულა ზუსტად და შეხვედრა ასევე 4 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.