გიორგი ცინცაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

გიორგი ცინცაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას კიევის „ბუდეველნიკში“ გააგრძელებს. ქართველმა უკანახაზელმა უკრაინულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში ცინცაძე თბილისის “ოლიმპში” გამოდიოდა, ხოლო კარიერის განმავლობაში მას ბათუმის “ბასკოში”, მოსკოვის ცსკა-ში, სამარის „ვე-ვე-ესში“, ყაზანის „ურალ გრეიტში“, მოსკოვის „დინამოში“, ესტონეთის“ „ტარტუში“ და  პოლონურ „სოპოტში უთამაშია.
ცინცაძის ახალი გუნდის მწვრთნელი ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისია. კიეველებს გიორგი ცინცაძე 11 სექტემბრის მერე შეუერთდება. სწორედ ამ დღეს ასრულებს ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობას.