გიორგი ცინცაძე თავისუფალი აგენტია

გიორგი ცინცაძე თავისუფალი აგენტია. მის ახალ გუნდ „დონეცკს“, რომელშიც ქართველი უკანახაზელი 3 კვირა, რაც გადავიდა, დაფინანსება შეუწყვიტეს და ხელმძღვანელობას აღარ შესწევს ძალა, მოთამაშეებს ხელფასები გადაუხადოს. კლუბის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სერგეი დიადეჩკომ ეს პოსტები დატოვა და შესაბამისად დონეცკურ გუნდს დაფინანსების წყარი შეუწყდა.
დიადეჩკო სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გუნდის ყველა მოთამაშე თავისუფალ აგენტად გამოაცხადა, ქუდი დაიხურა და წავიდა. „დონეცკის“ მეორე დამფუძნებელმა ვალერი პრეხანოვმა, რომელიც იმდენად მდიდარი არაა, როგორც დიადჩენკო და კლუბს ვერ აფინანსებს, პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტებს განუმარტა ის სიტუაცია, რომელშიც გუნდია ჩავარდნილი.
 

ვალერი პლეხანოვი
 
პლეხანოვის განცხადებით, კლუბი არ დაიშლება და უკრაინის ჩემპიონატში თამაშს ჩაამთავრებს – ოღონდ ლეგიონერების გარეშე. მისი განცხადებით, ყველა უცხოელს კლუბმა დაუჯავშნა ავიაბილეთები და როცა უკრაინის ფედერაციისგან მიიღებენ გათავისუფლების ფურცელს და როცა იანვრის ხელფასები დაურიგდებათ, შეეძლებათ დონეცკის დატოვება.
გათავისუფლებულნი არიან უცხოეთიდან მოწვეული მწვრთნელებიც. გუნდს თამაშებზე პრეზიდენტი და ერთ–ერთი დამფუძნებელი ვალერი პლეხანოვი გაუძღვება.
რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, როგორც „დონეცკის“ სხვა ლეგიონერებს, მასაც ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
 

გიორგი ცინცაძეს “დონეცკში” თამაში არ დასცალდა