გიორგი ცინცაძემ ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში ითამაშა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მიიღო მონაწილეობა “ევროთასის” ვარსკვლავთა შეხვედრაში.
 
ცინცაძის გამოსვლას დიქტორმა ასე შეაფასა: “გიორგი ცინცაძე, “როკის” ახალგაზრდა გამთამაშებელი, რომელიც თავისი გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს”.
საბოლოოდ, შეხვედრა, რომელიც ევროპის ნაკრებმა 116:118 დათმო, ცინცაძისთვის შემდეგნაირად დასრულადა – 9 წუთი, 5 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა.
ცინცაძემ მატჩის მსვლელობისას ზურგის მიკროტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში აღარ უთამაშია.