გიორგი ცინცაძემ “სოპოტთან” კონტრაქტი გააფორმა

გიორგი ცინცაძე ოფიციალურად ჩაირიცხა პოლონურ „სოპოტში“. მას შემდეგ, რაც ეს სეზონი დაიწყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა უკვე მესამე კლუბში ამოყო თავი. ჯერ იყო საბერძნეთის უმაღლესლიგელი „ტრიკალა“, შემდეგ უკრაინული სუპერლიგის მოწინავე „დონეცკი“, ახლა კი პოლნური „სოპოტი“.
ცინცაძემ სეზონის ბოლომდე გააფორმა პოლონურ კლუბთან კონტრაქტი. „სოპოტი“ პოლონეთის ჩემპიონატში მე–6 ადგილზეა, 18 მატჩიდან 10 მოგება აქვს და მთავარი ბრძოლები პლეი ოფში ელის, სადაც ქართველი უკანახაზელის ეიმედება.
სანამ პოლონეთში წავიდოდა, ცინცაძემ საქართველოს თასი მოაგებინა აგრარული უნივერსიტეტის გუნდს. მისთვის ეს გახლდათ პირველი ქართული ტიტული.
 

გიორგი ცინცაძემ გეზი ამჯერად
პოლონეთისკენ აიღო