გიორგი ცინცაძის 19 ქულა და როკის მორიგი გამარჯვება

ფიბას თასზე მე-17 შეხვედრაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა გიორგი ცინცაძის “როკმა”, რომელმაც ფინეთში 102:94 დაამარცხა “ლაპეენრანტა”, რაშიც საქართველოს ნაკრების წევრმა დიდი როლი ითამაშა.

ცინცაძემ შეხვედრა 19 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა. მან თამაშიდან 11/5 სროლა გამოიყენა და ექვსივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ამასთან ერთად, ცინცაძემ 30 წუთში 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
სატურნირო მდგომარეობაA ჯგუფი 1. როკი 3:0 6 ქულა2. სამარა 2:1 53. ლაპეენრანტა 1:2 44. პაოკი 0:3 3