გიორგი ცინცაძის 4 ქულა და 6 პასი ფრანგულ დებიუტში

გიორგი ცინცაძის 4 ქულა და 6 პასი ფრანგულ დებიუტში

გიორგი ცინცაძემ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფრანგულმა უმაღლესლიგელმა გრაველინმა მიიწვია. ცინცაძე ახალ კლუბში 1 კვირის წინ გაემგზავრა და პირველ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.

გრაველინი ამხანაგურ მატჩში ორლეანს შეხვდა და 55:77 დამარცხდა. როგორც ფრანგული კლუბის ვებ-გვერდი იუწყება, ცინცაძე და კლუბის მეორე ახალწვეული უენ მუკუბუ შეთამაშების პროცესში არიან და ეს მატჩი მათ კარგად გამოიყენეს. მუკუბუ 12 ქულით ბომბარდირი გახდა, ხოლო ცინცაძე 6 შედეგიანი გადაცემით – გრაველინელთა საუკეთესო მეპასე.
საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი ოქტომბერში იწყება. გრაველინელები პირველ ტურში – 2 ოქტომბერს რუანს დაუპირისპირდებიან, თუმცა მანამდე მონაწილეობას მიიღებენ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში.  დღეს გრაველინი საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში შალონს შეხვდება.