გიორგი ცინცაძის გუნდი ფიბას თასზე დამარცხდა

ფიბას თასზე გიორგი ცინცაძის “როკმა” მეოტხედფინალური სტადიის განმეორებითი შეხვედრა დათმო რუსულ “ურალ გრეიტთან” და ნახევარფინალისტის ვინაობას მესამე მატჩი გამოავლენს, რომლის მასპინძელიც ესტონური გუნდი იქნება.
 
ცინცაძისთვის ეს არ ყოფილა საუკეთესო შეხვედრა. ქართველმა უკანახაზელმა თამაშიდან 7/5 სროლა ვერ გამოიყენა და მატჩი ასეთი სტატისტიკით ჩაამთავრა – 29 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა. მან ასევე 4 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
სერიაში ანგარიშია 1:1.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ფიბას თასის ტექნიკურ შედეგებს აქ იხილავთ.