გიორგი ცინცაძის “როკმა” ლიტველებზე შური იძია

გიორგი ცინცაძის “როკმა” ლიტველებზე შური იძია

ბალტიის ლიგაში მორიგი მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკმა“. ესტონეთის ჩემპიონმა წინა მატჩში „პანევეჟისთან“ დამარხცხების შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და შედარებით ძლიერ გუნდს, ლიტვურ „შაულიაის“ 77:65 მოუგო.
 
ტარტუელებმა თამაშის ბედი თითქმის პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. ცინცაძის გუნდმა საწყისი მეოთხედი 19:13 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 18 ქულით ლიდერობდა. მასპინძელთა ქართველი გამთამაშებელი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მატჩის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა და მოედანზე 24,39 წუთი გაატარა. ცინცაძემ 4 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, თუმცა დანარჩენი დისტანციებიდან იჩუბინა და 11 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 3–დან 2 სამქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო მიითვალა. ამასთან ერთად ცინცაძეს 3 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა.
 
„როკს“ 4 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და ბალტიის 12–გუნდიან ლიგაში მე–4 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს ტარტუელები 23 ოქტომბერს, შინ ლატვიურ „ვენტსპილსთან“ გამართავენ.