გიორგი ცინცაძის შედეგიანობამ “დონეცკს” ჩეხეთში ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის შედეგიანობამ “დონეცკს” ჩეხეთში ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვი-თი-ბი ლიგაში მარცხი იწვნია. უკრაინული გუნდი ჩეხეთში, “ნიმბრუკს” შეხვდა და 13 ქულის სხვაობით – 84:97 დამარცხდა.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25.27 წუთში საკმაოდ შედეგიანი იყო. ცინცაძემ 9 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
დონეცკელებს 20 ქულით ამერიკელმა ბენ მაკკოლიმ ულიდერა, ხოლო მარკო კილინგსვორტმა უკრაინულ გუნდს 17 ქულა და 12 მოხსნა მიაშველა.
“დონეცკს” 6 მოგება და 5 მარცხი აქვს, B ჯგუფში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 19 იანვარს, შინ ტალინის “კალევთან” გამართავს.