გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა!

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა!

გოგა ბითაძის უდიდესი წარმატება! 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს დიდი აღიარება ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ  “მეგა ბიმაქსში”, შემდეგ კი მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტში” ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა. 

ქართველი ლეგიონერი სეზონის სტარტზე სერბულ “მეგა ბემაქსში” ბრწყინავდა, შემდეგ კი ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ბუდუჩნოსტში” გადაბარგდა და ტემპი არც იქ დაუგდია. ამ დროისთვის, გოგას ტურნირში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და სოლიდური საშუალო მაჩვენებლები (16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება, 0.9 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 20) გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე 2 დღის წინ ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, დღეს კი მას სრულიად ლიგის MVP-ის ტიტულიც ერგო, რაც უდიდესი წარმატებაა ნებისმიერი, უფრო კი ნბა-ს დრაფტისთვის გამზადებული ახალგაზრდა მოთამაშისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალშია გასული და 25 მარტიდან ხორვატულ “ცედევიტასთან” სერიაში ჩაერთვება