გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალშია

გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალშია

საქართველოს 18- წლამდელთა ნაკრების წევრი, 17 წლის გოგა ბითაძე ახალგაზრდულ ევროლიგაში ყოჩაღობს. მისი გუნდი „მეგა ბიმაქსი“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალშია და „ცრვენა ზვეზდას“ ხვდება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს.
ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირს, სახელად ADIDAS NEXT GENERATION, 4 საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს და თითოეულში 8-8 წამყვანი ევროპული კლუბები მონაწილეობენ. 3 საკვალიფიკაციო ტურნირი უკვე გაიმართა და შესაბამისად, ოთხთა ფინალის 3 წარმომადგენელიც ცნობილია. კაუნასში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული „ჟალგირისი“ გახდა, ესპანურ ჰოსპიტალეტში „ბარსელონამ“ იმარჯვა, ხოლო ესპანეთის მეორე ქალაქ კოინში მადრიდის „რეალმა იმარჯვა.

ბელგრადის საკვალიფიკაციო ტურნირმა ოთხთა ფინალის ბოლო მონაწილე უნდა გააკრვიოს და ეს გუნდი ან „ცრვენა ზვეზდა იქნება“, ან გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“. ორივე გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე მატჩი მოიგო და თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა. სამივე მატჩში გამორჩეული იყო ქართელი ცენტრი, რომელიც ბელგრადელთა ერთ-ერთი ლიდერია.
პირველ მატჩში „მეგა ბიმაქსმა“ თელ-ავივის „მაკაბის“ 94:76 სძლია. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 30 წუთში ქართველმა ცენტრმა 21 ქულა, 14 მოხსნა, 5 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტრმა 38 შეადგინა, რაც ვერც ამ და ვერც ჯგუფური ეტაპის ვერც ერთ მატჩში ვერავინ ვერ გაიმეორა.
მეორე შეხვედრაში ბითაძის გუნდმა ბოსნიური „სპარსი“ 68:40 გაანადგურა, ქართელმა ცენტრმა კი 20 წუთში 14 ქულა, 12 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს, „მეგა ბიმაქსმა“ ჩეხური პრაღის აკადემიის გუნდი 82:63 დაამარცხა, რომელშიც ბითაძე შედარებით მოკრძალებული იყო: 22 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა.
საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალური მატჩი „ცრვენა ზვეზდასა“ და „მეგა ბიმაქსს“ შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი სტამბოლში 18-21 მაისს გასამართი ევროლიგის ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს და „ბარსელონასთან“, „რეალთან“ და „ჟალგირისთან“ ერთად იბრძოლებს ახალგაზრდული ევროლიგის მოსაგებად.