საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გოგა ბითაძემ „მეგა ბიმაქსის“ ძირითად გუნდში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო. 18 წლის ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის სუპერთასის მეოთხედფინალში ბოსნიის ჩმპიონ „იგოკეას“ წინააღმდეგ ითამაშა და ბელგრადელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. “მეგა ბიმაქსმა” მეტოქეს 83:72 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ბითაძე „მეგა ბიმაქსის“ საკუთრებაა, თუმცა ამ გუნდის ღირსებას მხოლოდ ასაკობრივ ჩემპიონატებში იცავდა, ხოლო ისე სუპერლიგის „სმედეროვოში“ იყო განათხოვრებული. ამ სეზონიდან კი ბითძეს „მეგა ბიმაქსის“ ძირითად გუნდში უხმეს და პირველივე მატჩში, „ბოსნას“ წინააღმდეგ, სასტარტო ხუთეულში ანდეს ადგილი. არასრულ 27 წუთში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 2 პასი და თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა.
გოგამ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. სუპერთასის ნახევარფინალში “მეგა ბემაქსის” მეტოქე “ცედევიტა” იქნება. ხორვატულმა კლუბმა სერბულ “ფმპ”-ს 86:68 სძლია.