გოგა ბითაძის 26 ქულა და “მეგა ბიმაქსის” მორიგი გამარჯვება ახალგაზრდულ ევროლიგაში

გოგა ბითაძის 26 ქულა და “მეგა ბიმაქსის” მორიგი გამარჯვება ახალგაზრდულ ევროლიგაში

გოგა ბითძის წინამძღოლობით სერბულმა „მეგა ბიმაქსმა“ კაუნასის „ჟალგირისი“ დაძაბულ ბროლაში – 72:71 დაამარცხა და ახალგაზრდული ევროლიგის ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ბელგრდელებმა გუშინ მადრიდის „რეალი“ გაანადგურეს, დღეს კი ლიტვურ გუნდს სძლიეს და თუკი ხვალ მასპინძელ „ფენერბაჰჩესაც“ აჯობებენ, ფინალში გავლენ.
ევროლიგის ოთხთა ფინლის პარალელურად მიმდინარე 18-წლამდელთა ევროლიგაში გოგა ბითაძემ დღეს გაიბრწყინა. „მეგა ბიმაქსის“ ქართელმა ცენტრმა „რეალთან“ 7 ქულა, 8 მოხხსნა და 3 დაფარება მიითვალა, დღეს კი კაუნასელებთან სრულად დომინირებდა და 26 ქულითა და 7 მოხსნით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31:11 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 15-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ლეგიონერის საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 31 შეადგინა და ამ შედეგს მოედანზე მყოფთაგან ვერავინ მიუახლოვდა.
ამავე ჯგუფში „ფენერბაჰჩემ“ „რეალთან“ 64:82 წააგო, თუმცა ხვალინდელ მატჩში თურქებს შანსი აქვთ. „მეგა ბიმაქისისა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამარჯვებული ფინალში გავა. მეორე ჯგუფში მოსკოვის ცსკა და ფრანგული „პარიზი“ ლიდერობენ და სწორედ მათ შორის გამარჯვებული გავა ფინალში.