გოგა ბითაძის პირადსარეკორდო 23 ქულა “მეგა ბიმაქსში”

გოგა ბითაძის პირადსარეკორდო 23 ქულა “მეგა ბიმაქსში”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 18 წლის გოგა ბითაძე, მნიშვნელოვნად პროგრესირებს. ქართველმა ცენტრმა სერბულ “მეგა ბიმაქსში” დღეს პირადი რეკორდი დაამყარა. მისმა გუნდმა ადრიატიკის ლიგაში ხორვატულ “ცედევიტასთან ” ზაგრებში ითამაშა და ამ მატჩში ბითაძემ 23 ქულა მოაგროვა.

“მეგა ბიმაქსი” დაძაბულ ბრძოლაში – 73:75 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:59 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 13-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

“მეგა ბემაქსმა” 5 მოგებითა და 12 მარცხით ადრიატიკის ლიგაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 30 იანვარს აშკარა აუტსაიდერ “მზტ სკოპიესთან” ჩაატარებს და აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.