გოგონათა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლთა ნაკრებთან წააგო

გოგონათა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლთა ნაკრებთან წააგო

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართვეოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი გუნდი ლატვიის ნაკრებს შეხვდა და 22 ქულის სხვაობით – 34:56 დამარცხდა.
ქართველი გოგონები 24 მარტს ლატვიის მოქმედ ჩემპიონ „იელგავასთან” დამარცხდნენ. ცანავას გუნდი ლატვიაში კიდევ 2 საკონტროლო მატჩს გამართავს – 30 მარტს „ტუკუმსომს” შეხვდება, ხოლო 2 აპრილ „იურმალას” დაუპირისპირდება.
საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ლთა ნაკრები ივლისის თვეში თბილისში გასამართ ევროპის ახალგარდულ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს.