გოგონათა შორის კახეთის ფედერაციის თასი “ახმეტამ” მოიგო

გოგონათა შორის კახეთის ფედერაციის თასი “ახმეტამ” მოიგო

20 დეკემბერს დამთავრდა კახეთის კალათბურთის ფედერაციის თასის 2015 წლის გათამაშება 1999-2000 წ.წ. გოგონათა შორის ,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, თბილისისა და ხაშურის გუნდები.
პირველი ადგილი დაიკავეს ახმეტელებმა, რომლებმაც ოთხი თამაშიდან ოთხივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მეორე ადგილზე გავიდა თელავის გუნდი,ოთხდან სამი გამარჯვებით..
კახეთის კალათბურთის ფედერაციის თასის 2015 წლის გათამაშების საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვეს ახმეტის წარმომადგენელმა მარი მამუკელაშვილმა და თელაველმა ეკატერინე ელცოვამ.