საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის იანვრის ბოლოს დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს 4 გუნდი: „ქუთაისი“, „ზესტაფონი“, თსუ და „გორი“. ამ ოთხეულმა პირველი წრე 23–25 იანვარს ქუთაისში მოილია.
სულ 5 წრე უნდა გაიმართოს. 2 თბილისში, 1 ზესტაფონში და ერთიც ისევ ქუთაისში. ამ 5 წრის ბოლოს რომელი გუნდიც პირველ ადგილზე იქნება, საქართველოს ჩემპიონიც ის გახდება.
ქუთაისური ტურის შემდეგ პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო. როგორც დაგეგმილია, მომდევნო წრე თებერვლის ბოლოს თბილისში გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის. 23–25 იანვარი. პირველი წრე. ქუთაისი
23 იანვარი
ქუთაისი – გორი 85:52
თსუ – ზესტაფონი 87:63
24 იანვარი
ქუთაისი – თსუ 65:71
ზესტაფონი – გორი 77:46
25 იანვარი
ქუთაისი – ზესტაფონი 93:100
თსუ – გორი 78:54
სატურნირო ვითარება
თსუ 3 3 0 +54 6
ზესტაფონი 3 2 1 +14 5
ქუთაისი 3 1 2 +20 4
გორი 3 0 3 –88 3