“გოლდენ სტეიტის” “ფილადელფიასთან” მოგებაში ფაჩულიამ 10-ქულიანი წილი დაიდო

“გოლდენ სტეიტის” “ფილადელფიასთან” მოგებაში ფაჩულიამ 10-ქულიანი წილი დაიდო

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ მორიგი გამარჯვება ფილადელფიაში მოიპოვა, სადაც ადგილობრივი „სიქსერსი“ 124:116 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეული დაიწყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა.

სხვა სასტარტოებთან შედარებით მცირე სათამაშო დროისა, ქართელმა ცენტრმა 10-ქულიან ბარიერს უწია. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 10 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, ფაჩულიამ 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა, 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

„გოლდენ სტეიტმა“ მეტოქე მესამე პერიოდში გატეხა, რომელიც 47:15 მოუგო და შეხვედრის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. ოკლენდელებს 35 ქულით, 5 პასით და 5 მოხსნით სტეფ კარიმ ულიდერა. 27 ქულა კევინ დიურანტის ანგარიშზე დაგროვდა.

12 მოგებითა და 4 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში „ჰიუსტონის“ შემდეგ მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს ნიუ იორკში, 20 ოქტომბერს „ნეთსთან“ ელით.