“გოლდენ სტეიტმა” “დენვერ ნაგეტსი” 124:114 დაამარცხა

“გოლდენ სტეიტმა” “დენვერ ნაგეტსი” 124:114 დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” მორიგი გამარჯვება “დენვერთან” მოიპოვა. კალიფორნიელებმა კოლორადოელებს ოკლენდში უმასპინძლეს და 124:114 დაამარცხეს. სერბი ცენტრის, ნიკოლა იოკიჩის ქებული თამაშის წყალობით დენვერელები მთელი თამაში კუდში მისდევდნენ ფავორიტ მასპინძლებს, თუმცა ბოლო წუთებზე მაინც გატყდნენ და შეხვედრაც ისე დათმეს, ვითარება არც დაუძაბავთ.

იოკიჩმა სამმაგი დუბლი – 22 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. მისმა ქართველმა ოპონენტმა ზაზა ფაჩულიამ კი მართალია სასტარტო ხუთულში, მაგრამ იოკიჩზე 23 წუთით ნაკლები – 13 წუთი ითამაშა და შეხვედრა 4 ქულით, 6 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ხოლო საუკეთესო ისევ სტეფ კარი გახდა, რომელიც “მეომრებს” კევინ დიურანტის არყოფნას არ აგრძნობინებს. კარიმ ამჯერად 32 ქულა და 9 პასი მიითვალა, დრეიმონდ გრინის ანგარიშზე კი 23 ქულა და 10 პასი დაგროვდა.

“გოლდენ სტეიტისთვის” ეს გახლდათ 41-ე მატჩი, რაც რეგულარული ჩემპიონატის ზუსტად ნახევარია. 33 მოგებითა და 8 მარცხით ოკლენდელები სრულიად ლიგას ლიდერობენ. მომდევნო გამოცდა ფაჩულიას გუნდს 11 იანვარს, შინ, “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ელის.