“გოლდენ სტეიტმა” ლოს ანჯელესში “ლეიკერსთან” 97:117 წააგო

“გოლდენ სტეიტმა” ლოს ანჯელესში “ლეიკერსთან” 97:117 წააგო

„ოკლაჰომა სიტის“ განადგურების მეორე დღეს „გოლდენ სტეიტ უარიორზი“ ლოს ანჯელესში ჩავიდა და „ლეიკერსთან“ მატჩი ჩააგდო. სტივ კერის გუნდმა, რომელმაც სეზონი „სან ანტონიოსთან“ საშინაო მარცხით დაიწყო და შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, „ლეიკერსთან“ უშანსოდ წააგო – 97:117.
ოკლენდელებმა პირველი პერიოდი 15:24 წააგეს, ხოლო მეორე 34:41 დათმეს და წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. „გოლდენ სტეიტმა“ საქმის გამოსწორება მესამე პერიოდიდან დაიწყეს, რომელიც 33:28 მოიგეს, მაგრამ ბოლო 12-წუთეულში ლეიკერსელმა ლუი უილიამსმა 20 ქულა მიითვალა და „უორიორზს“ იმედები გადაუწურა.
ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტში“ პირველი უქულო მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში ლოსანჯელესელთა ფარისთვის არ შეუტევია. ფაჩულიამ შეხვედრა 3 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა. „ლეიკერსის“ რუსმა ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა და 4 ქულას 5 მოხსნა მოაყოლა.
ამ შეხვედრაში შეწყდა ოკლენდელთა გამთამაშებლის, სტეფ კარის რეკორდული სვლა, რომელსაც 157 მატჩში ზედიზედ სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. კარიმ 10-ჯერ ესროლა, მაგრამ ყველა სამქულიანი ააცილა.
4 მოგებითა და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 11 ნოემბერს, შინ „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.