გოლდენ სტეიტმა რეგულარული იუტასთან მარცხით დახურა

გოლდენ სტეიტმა რეგულარული იუტასთან მარცხით დახურა

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ბოლო, 82-ე მატჩი ოკლენდელებმა “იუტა ჯაზთან” სოლტ ლეიკ სიტიში გამართეს და 40 ქულით განადგურდნენ – 79:119. ზაზა ფაჩულიას გუნდმა რეგულარული სეზონი 58 მოგებითა და 24 მარცხით დაასრულა და დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” კვალზე მეორე ადგილი დაიკავეს.

ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და 13 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართელმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. “იუტადან” მისმა ოპონენტმა, რუდი გობერმა 28 წუთში 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ოკლენდელებმა კატასტროფული სხვაობით წააგეს, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩნს საიმისოდ, რომ “გოლდენ სტეიტს” თავი არ მოუკლავს. ამ მატჩის შედეგი მაინც არაფერს ცვლიდა მოქმედი ჩემპიონისთვის. 

თუ ვინ შეხვდება “გოლდენ სტეიტს” პლეი ოფის პირველ წრეში, ეს ხვალ, გამთენიისას გაირკვევა, როცა რეგულარული ჩმპიონატის ბოლო მატჩები მორჩბა. ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გასულ გუნდს უნდა შეხვდნენ, რომელიც შესაძლოა ამ 5 გუნდიდან ნებისმიერი იყოს – ნიუ ორლეანი, სან ანტონიო, ოკლაჰომა, მინესოტა და დენვერი.