გორდონ ჰერბერტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ ლუქსემბურგი 86:44 გაანადგურა და ავსტრიასთან გასვლითი შეხვედრის წინ კარგი განწყობა შეიქმნა. ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეხვედრის დასრულებისთანავე გავესაუბრეთ.
-ბატონო ჰერბერტ, პირველ რიგში შესანიშნავად ჩატარებულ შეხვედრას გილოცავთ. ასეთ იოლ გამარჯვებას თუ ელოდით?-დიდი მადლობა. იოლი გამარჯვება? თქვენი აზრით, უპრობლემოდ ვიმარჯვეთ? კი, შეხვედრის მსვლელობისას გვქონდა ეპიზოდები, როდესაც მეტოქეს თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში ვაჯობეთ, მაგრამ იყო წუთები, როდესაც ჩემმა მოთამაშეებმა დაკარგეს კონცენტრაცია და მეტოქეს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება მივეცით. რამდენიმე კომპონენტზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს, რადგან ჩვენი მომდევნო ოპონენტები ლუქსემბურგზე სოლიდურად გამოიყურებიან. გარდა ამისა, ლუქსემბურგს რამდენიმე მოთამაშე აკლდა და ასეთი დიდი სხვაობით მოგებას ხელი ამანაც შეუწყო. ასე რომ, ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით. სამუშაო ჯერაც გვაქვს.-რა კომენტარს გააკეთებდით ზაზა ფაჩულიასა და ელვინ ჯოუნსს შორის მომხდარ ინციდენტზე? -რა თქმა უნდა, უსიამოვნო ინციდენტი იყო, მაგრამ ეს სპორტია და ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული. ამაზე უარესების მინახავს, მაგრამ მოდით მთელი ყურადღება უშუალოდ შეხვედრის სპორტულ მხარეზე გავამახვილოთ.-ვინ იყო საუკეთესო მოთამაშე?-ჩემი გუნდის რიგებში არავის გამოყოფა არ მსურს, რადგან მთელმა გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა. ღაც შეეხება ლუქსემბურგს, მათ შემადგენლობაში ყველაზე მეტად მარტინ რანიაკის თამაში მომეწონა.