გორის გამარჯვებები გრძელდება

გორის გამარჯვებები გრძელდება

23 და 23 მაისს თბილსის სპორტის სასახლესა და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. მოზარდ მოთამასეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, თბილისის მთავარ საკალათბურთო არენაზე ეთამაშათ.

სასახლეში 2 მატჩი გაიმართა – 23 და 24 მაისს. პირველში „რუსთავმა“ მართვე დაამარცხა. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბოლო წამებამდე არ იყო გარკვეული, ვინ გაიმარჯვებდა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე მართველები რუსთაველ ნიკა ტაბაღუაზე დაჯარიმდნენ, რომელმაც თავისიანებს გამარჯვების ქულები შესძინა. მართვემ ჩემპიონატი 8 წაგებით დაიწყო, თუმც ცოტა ხნის წინ რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატა და უკვე ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

სპორტის სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაში საინტერესო მოვლენა მოხდა. უკვე მეორედ, მიმდინარე ჩემპიონატში, გორელმა გიორგი ხუბულაშვილმა 60 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მწვრთნელმა ხუბულაშვილი თამაშიდან გაიყვანა და მოედნიდან აღარ დაუბრუნებია.
გთავაზობთ გამართული მატჩებში გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს:

23 მაისი. სპორტის სასახლე
მართვე – რუსთავი     58:61
12:14, 13:14, 19:10, 14:23
მართვე: ნ. ნადარეიშვილი (29), შ. გორგოძე (13), ფ. აბასოვი (9)
რუსთავი: ქოჩიაშვილი (21), ტაბაღუა (12), კვინიკაძე (9)

23 მაისი. საკალათბურთო აკადემია
კარდინალი 2 – კარდინალი 1         41:54
13:18, 5:12, 14:12, 9:12
კარდინალი 2: გ. გორგაძე (13), ნ. ნიკოლაიშვილი (10), გ. ჯღარკავა (8)
კარდინალი 1: დ. ფირცხალავა (14), ლ ტალახაძე (11), გ. ჭოლაძე (8)

აკადემია 2 – გორი                 22:85
6:14, 7:27, 7:25, 2:19
აკადემია: რ. ანდრონიკაშვილი (6), ბ. სარიშვილი (4)
გორი: გ. ხუბულაშვილი (26), ნ. თაგვარელი (17), მ. ჩადუნელი (13)

დინამო – ქუთაისი         88:48
21:12, 19:13, 23:15, 25:8
დინამო: ი. ისრაელიანი (33), ც. ცარციძე (24), ბ. თორთლაძე (8)
ქუთაისი: გ. კენჭაძე (15), გ. გვენეტაძე (12), გ. ჭეიშვილი (8)

თსსუ – ჰიუნდაი      45:66
9:19, 15:10, 4:27, 17:10
თსსუ: ა. მდივანი (15), გ. წიკლაური (13)
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე (19), ლ. წენგუაშვილი (14)

24 მაისი. სპორტის სასახლე
თსსუ – გორი              62:95
15:22, 18:31, 11:29, 18:13
თსსუ: მდივანი (20), კეკელიძე (20)
გორი: ხუბულაშვილი (60), ჩადუნელი (21)