ესპანეთის ჩემპიონატის მე–17 ტურში მარკიზ ზეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ მარცხი განიცადა. დღეს გამართულ მატჩში კანარიელები სტუმრად „კახასოლს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 70:75 წააგეს.
კვლავ ტრავმირებულია ტორინ გრინი, რომელმაც უკვე მესამე შეხვედრა გამოტოვა. რაც შეეხება მეორე ქართულპასპორტიან ამერიკელს, მარკიზ ჰეინსს, იგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჰეინსმა ორიდან ორივე ორქულიანი ჩააგდო, თუმცა საშინლად ესროლა სამქულიანი ზონიდან – 7 ტყორცნიდან ყველა ააცილა.
კანარიელთაგან 18 ქულით საუკეთესო მიჩელ ბრამოსი იყო, ხოლო ხუან პალაციომ 15 ქულა დააგროვა. 6 მოგებითა და 11 მარცხით კანარიელები 18–გუნდიანი ცხირილის მე–13 პოზიციაზე არიან. მომდევნო ტურში, 28 იანვარს, „გრან კანარია“ „უნიკახას“ უმასპინძლებს.
ჰეინსის ჰაერში ფრენამ კანარიელებს ვერ უშველა