გრინის და ჰაინსის გუნდმა ესპანეთში პირველი გამარჯვება იზეიმეს

გრინის და ჰაინსის გუნდმა ესპანეთში პირველი გამარჯვება იზეიმეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრების – მარკიზ ჰაინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“. კუნძულელებმა „მურსია“ ისტუმრეს და 66:54 დაამარცხეს.
 
ხუთეულში იყო და მოედანზე 18,30 წუთი გაატარა მარკიზ ჰაინსმა, რომელმაც კანარიელთაგან ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მან 8 საჯარიმოდან 6 გამოიყენა, 5–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხივე სამიანი ააცილა. საბოლოოდ ჰაინსს 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.
 

უტევს მარკიზ ჰაინსი
 
17 წუთი დაყო მოედანზე ტორინ გრინმა, რომელმაც 3 სამქულიანი ცდიდან 1 გამოიყენა, ხოლო ერთი ორიანი კი ააცილა. გრინს საბოლოოდ 3 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა დაუგროვდა. კანარიელთაგან საუკეთესო ხავიერ ბეირანს 16 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.
 
1 მოგებითა და 2 მარცხით „გრან კანარია“ მე–14 ადგილზე იმყოფება და მორიგ ტურში, 23 ოქტომბერს. სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდება.