მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ მორიგი მატჩი წააგო, თუმცა თავიც გაემართლება: საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელების გუნდი კატალონიაში „ბარსელონას“ შეხვდა და რომ დამარცხდა, არც არავის გაჰკვირვებია. კუნძულელებმა პირველი და მეოთხე პერიოდი კარგად ჩაატარეს, თუმცა მატჩის შუაწელი ჩააგდეს და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით – 49:65 დამარცხდნენ.
არც მარკიზ ჰეინსი და არც ტორინ გრინი ხუთეულში არ ყოფილა. პირველმა 20:10 წუთი ითამაშა და თამაშიდან განხორციელებული ოთხივე სროლა გააცუდა. ჰეინსმა მოედანი ერთადერთი მოხსნით დატოვა. შედარებით შედეგიანი იყო გრინი, რომელმაც 18:27 წუთში 7 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ტორინმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო კი ააცილა.
ბარსელონელთაგან 12 ქულით ბომბარდირი ხუან კარლოს ნავარო გახდა, კანარიელთაგან კი ვერც ერთმა ვერ უწია ათქულიან ზღვარს. 3 მოგებითა და 7 მარცხით კუნძულელები მე-14 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს გრინ–ჰეინსის გუნდი 10 დეკემბერს „ბლუსენსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
მარკიზ ჰეინსი “ბარსას” ფარქვეშ