31 მაისს 13-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა – რუსთავსა და ქუთაისში. ორივეგან შეხვედრამ საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. რუსთავში 5-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, ხოლო ქუთაისში – 4 ქულიანი.
რუსთაველები თავიდან კი უგებდნენ „ჰიუნდაის“, მაგრამ მეორე მეოთხედიდან ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი შედეგიანად ათამაშადა, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 94:89.
ქუთაისში უფრო საინტერესო მატჩი გაიმარტა. ბათუმელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. „ქუთაისმა“ აჭარის ნაკრები 97:93 დაამარცხა.
31 მაისი. რუსთავი
რუსთავი – ჰიუნდაი 94:89
20:19, 27:34, 11:16, 31:25
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (28), ი. ქოჩიაშვილი (18), ვ. კვახაძე (13)
ჰიუნდაი: დ. ქავთარაძე (23), ბ. ფეიქრიშვილი (23)ლ. წენგუაშვილი (21)
31 მაისი. ქუთაისი
ქუთაისი – ბათუმი 97:93
30:32, 25:12, 19:21, 23:28