ჰოქსი და ფაჩულია სოლ ლეიკ სიტიში აგებენ

ჰოქსი და ფაჩულია სოლ ლეიკ სიტიში აგებენ

წინა ტურში გასვლაზე “უორიორზის” დამარცხების შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” დაძაბულ შეხვედრაში გასვლაზე “იუტა ჯაზთან” დამარცხდნენ 94:100, ხოლო საქართველოს ნაკრების ცენტრის მონაგარი კი შემდეგი იყო – 14 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 შეცდომა და 4 პერსონალური შენიშვნა.
 
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო “ჰოქსის” ფორვარდი ჯოშ სმიტი, რომელმაც შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.
მომდევნო მატჩი – 25 თებერვალი (სტუმრად, “სან ანტონიოსთან”).
ატლანტა: 53 მატჩი, 22:31, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.